ესეც ტრენინგები


                                            ტრენინგები



       წალენჯიხის N5 საჯარო სკოლა არის „მომავლის თაობის“ პარტნიორი სკოლა.მე ამ სკოლაში ვასწავლი ისტორიასა და სამოქალაქო განათლებას.სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ხორციელდება ორგანიზაცია PH interncional-ის მიერ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან პრტნიორობით.პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო(USAID)




 მე როგორც სამოქალაქო განათლების მასწავლებელს მომეცა შესაძლებლობა გამევლო „მომავლის თაობის“ ფარგლებში დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლების ტრენინგ პროგრამა „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“.ტრენინგი ჩატარდა ქ.ბათუმში სასტუმრო „ჩაოში“.დაიწყო 2015წლის 17დეკემბერს და გაგრძელდა 2015წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.ტრენინგი შედგებოდა შემდეგი მოდულებისგან:1.სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა და სკოლის როლი.2.მოქალაქეობის განმავითარებელი სასწავლო რესურსების შერჩევა და გამოყენება.3.ინტერაქტიული სწავლება.4.სამოქალაქო მონაწილეობა და პროექტული სწავლება.5.შეფასების მეთოდები.ტრენინგი ოთხი დღე გაგრძელდა.თითოეული დღე ძალიან მნიშვნელოვანი და პროდუქტიული იყო ჩემთვის.გავერკვიე სამოქალაქო განათლების სწავლების მიზნებსა და ამოცანებში.როგორ უნდა დაიგეგმოს სამფაზიანი გაკვეთილი,როგორ უნდა შეირჩეს თითოეული აქტივობისათვის სასწავლო რესურსი.რომელ კომპეტენციებს უნდა ფლობდეს სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.გავერკვიე ინტერაქტიული სწავლების მეთოდებში.სწავლება თამაშით,ქეისებით,დისკუსიის საშუალებით,აქტიური ლექციის გამოყენებით,მართული კითხვის მეთოდი „შნსეკა“,“მოზაიკა“...რა არის მონაწილეობა და პროექტული სწავლება,პროექტის საჭიროებების განსაზღვრა,პროექტის დაგეგმვა,პროექტის შედეგების ანალიზი.ვისწავლე როგორ დავგეგმო და განვახორციელო პროექტ-გაკვეთილი.ბოლო დღე დაეთმო შეფასების არსს,ტიპებსა და ინსტრუმენტების გაცნობას.მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციის მიღება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების გამოყენებაზე,როდის და რა მიზნით გამოიყენება შეფასების ესა თუ ის ფორმა,გავეცანი შეფასების რუბრიკებს.




      2015წლის ნოემბერში ბათუმში,სასტუმრო “რედისონში  ჩატარდა სოციალური მედიის
ტრენინგი.პროგრამას ახორციელებს  ორგანიზაცია  PH internacional- საქართველოში მომავლის
თაობის “ ფარგლებში.გაგრძელდა ორი დღე.მივიღე ტრენინგის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატი.ვისწავლე ბლოგზე მუშაობა,საკუთარი პორტფოლიოს გახსნა,გვერდზე  სტატიების განთავსება.ტრენინგს უძღვებოდა ხათუნა ციხელაშვილი და თამარ
გელაშვილი.


  😊😊😊😊😊😊😊😊😊



პროფორიენტაციის ტრენინგი-2016წლის 21 სექტემბერი.წალენჯიხა-ლია
2016წლის 27 ნოემბერი,ზუგდიდი.avp-ის მიერ ჩატარებული ტრენინგი-ძალადობის ალტერნატივობის პროგრამა „შევცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ“
2016წლის 3 დეკემბერი-ბათუმი. „მომავლის თაობაში“ ჩართული პედაგოგების საინფორმაციო შეხვედრა ბლოგების კონკურსთან დაკავშირებით.
2016წლის 4დეკემბერი-ზუგდიდი. „შავი ზღვის სკივრი“
  2016წლის 18 დეკემბერი-მორიგი შეხვედრა ზუგდიდში „შავი ზღვის სკივრი“.გაკვეთილის გეგმის პრეზენტაცია.



〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄〄



1.2017 წლის 25 თებერვალი.ზუგდიდის გამგეობის შენობა.სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ ორგანიზებული პროფესიული გაზიარების ჯგუფის შეხვედრა.ტრენერი ფორუმის გამგეობის წევრი- ფასილიტატორი ქ.ნათია ნამიჭეიშვილი.
2.2017წლის 4 თებერვალი.ზუგდიდი,ტექნოპარკი. პროგრამა „მომავლის თაობის“ მიერ ორგანიზებული მცირე საგრანტო პროექტის დაგეგმვა ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში.შეხვედრას  ესწრებოდნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მასწავლებლებთან ერთად.( სერთიფიკატი )
3.2017წლის 18-19 მარტი. წალენჯიხის გამგეობა.მორიგი შეხვედრა ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში. ჩატარდა ტრენინგი პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ.
4.2017 წლის 24-25-26 მარტი. 1-2 აპრილი.  ზუგდიდი.მე-4 საჯარო სკოლა. ტრენინგი „ისტორიის სწავლების მეთოდიკა“. ტრენერი ნანა გაგუა
5.2017 წლის 13 მაისი. თბილისი.ექსპრო ჯორჯია.საგამოფენო დარბაზი.მესამე პავილიონი.  სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური გამოფენა კონფერენცია.
6.სამოქალაქო განათლების ტრენინგი „სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების  ხელშეწყობა „  ზუგდიდი.პირველი საჯარო სკოლა. 10-11-17-18-24-25 ივნისი. ( 25 საკონტაქტო საათი)

7.ელექტრონული რესურსებზე მუშაობა.ზუგდიდი.23-24 ივნისი,მე-4 საჯარო სკოლა.ტრენერი - რუსა გონაშვილი.  (სერთიფიკატი)


🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺


ტრენინგები იყო ძალიან შრომატევადი,მაგრამ მნიშვნელოვანი და აუცილებელი ჩემთვის.ვცდილობ ყოველ საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენო ყველა ის აქტივობა,რომლებსაც გავეცანი ტრენინგზე.მე ამ ტრენინგმა მომცა არა მარტო ცოდნა,არამედ უნარ-ჩვევები და რაც მთავარია განწყობა-დამოკიდებულება.ვფიქრობ,რომ საგნის მიმართ პოზიტიური განწყობა მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის და მათი დაინტერესებისთვის.ყველა ჩემი წარმატებული ნაბიჯისთვის დიდი მადლობა „მომავლის თაობას“.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ბანაკი